პროექტი


პროექტის სახელწოდება:  ჩემი გარემო ,,სენაკი"

სენაკის ისტორია

სენაკის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ეს რეგიონი ყველთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც ნაქალაქარმა თითქმის 15 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელობა არ დაკარგა. იგი შედიოდა ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში მურვან-ყრუს მიერ ნოქალაქევის ტერიტორიაზე არსებული ციხე-გოჯის დანგრევამდე. შემდეგ აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, თამარ მეფის დროიდან კი - ოდიშის სამეფოში. შუა საუკუნეების დასასრულს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შხეფის ციხე.

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ სენაკი კვლავ სამეგრელოს სამთავროში შედის, ხოლო 1867 წლიდან 1917 წლამდე  - ქუთაისის გუბერნიაში.

 სენაკი, რომელსაც 1921 წელს ქალაქი ეწოდა, მნიშვნელოვანი სარკინიზო კვანძი იყო. თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურის მშენებლობის დამთავრებამ ხელი შეუწყო ახალი ქალაქის მშენებლობის ზრდას.

 მან თავისი მდებარეობით მალე დაჩრდილა სენაკის ყოფილი ცენტრი, რომელსაც ძველი სენაკი დაერქვა, დღევანდელ სენაკს კი - ახალსენაკი. 1930 წლიდან სენაკი დამოუკიდებელი რაიონია, რომელსაც 1935-1989 წლებში ერქვა ცხაკაია. 1990 წლიდან კვლავ დაუბრუნდა ადრინდელი სახელი - სენაკი.  სიტყვა ,,სენაკი" ბერის, მონაზვნის განდეგილის ცალკე ოთახს  ,,მცირე სახლაკს" ნიშნავს. აქ ბერმონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან ჩქეფდა. მარტო წმინდა ალექსი ბერის (შუშანია) ხსენება რად ღირს, ეს სახელი  სენაკელებს დიდი მოვალეობისა და მოწიწების გრძნობას უღვიძებს.

 

   

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურებების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად, ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და სერებს.

 სენაკის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის უმნიშვნელოვანესი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით.  დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30- აღწევს. იგი ჩრდილოეთისკენ  მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან. რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს.

 მდ. ცივი სათავეს იღებს ეკის მთის ჩრდილოეთი ნაწილიდან, მდინარის კალპოტი ვიწროა და კლაკნილი, ჭორომები ზოგან ჩანჩქერებს ქმნიან. მდ. ტეხური ეგრისის ქედიდან იღებს სათავეს. გარდა წყალდიდობისა, მას წყალმოვარდნაც ახასიათებს. ცივსა და ტეხურს საზრდოებენ პატარა  მდინარეები და ღელეები: ფიცუ, ნახური, ჩხარი, ფაქვა, მენჯი, უჩაღელუ, ეკუსკირი.

 

სენაკის გეოგრაფიული კორდინატებია  .. 400 171 და ..

 

400 011. სენაკს აქვს წაგრძელებული ფორმა სამხრეთ სავლეთიდან ჩრდილო- აღმოსავლეთისაკენ. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი ემიჯნება აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემს აღმოსავლეთით, დასავლეთით - ხობის მუნიციპალიტეტს მდინარე ხობის წყალთან, უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სოფელ ახუთთან, სამხრეთით -ლანჩხუთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებს.

 

სენაკის ბუნებრივი რესურსები -

 სენაკი ბუნებრივი რესურსების სიმდიდრითა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული მხარეა. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს კასტრული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, გოგირდოვანი წყლების რესურსი ნოქალაქევის თემში, ბალნეოლოგიური - მენჯის თემში.

 სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რომელთაგან აღსანიშნავია მინერალური და კასტრული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში და სხვაგან.

სენაკის ფლორა და ფაუნა  

            დაბლობის მნიშვნელოვანი ფართობი უმთავრესად დაკავებული აქვს სუბტროპიკულ მცენარეებს: ჩაის, ციტრუსს. ბუნებრივი წყლით უფრო მდიდარია გორაკ-ბორცვები და დაბალი მთები, სადაც გავრცელებულია მუხა, რცხილა, კუნელი, ნეკერჩხალი.

მარადმწვანე ბუჩქებიდან ხშირია ბზა, თაგვისარა. ლიანებიდან ეკალღიჭი, მაყვალი, სურო.

მრავალწლიანი ნარგავებიდან მნიშვნელოვანია: ხილი, ვენახი, ხეხილი, დაფნა, კივი და ..

ტყეში სამხრეთ ნაწილში ბინადრობს გარეული ღორი, შველი. დაბალი მთების ტყიან კალთებზე მელია, ტურა, კურდღელი, ქვეწარმავლებიდან - გველი, ხვლიკი და სხვა.

 

სენაკის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

სენაკი თავიდანვე კულტურის თვალსაჩინო ცენტრი იყო. ახალ სენაკში  დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას.

            1884 წელს ძველ სენაკში გაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი.  აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია.

            სენაში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები: აკაკი ხორავა, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, თეოფანე დავითაია, ჟიული შარტავა და სხვები...

 1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის უმშვენიერესი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

ნოქალაქევის ნაქალაქარი (ჩვ.. III .)
          ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი-XII -ნე, რომელიც სენაკიდან დაშორებულია 15 კმ-ით, მდებარეობს მდ. ცივის ხეობაში, ეკის მთის ერთერთ მწვერვალზე, ადგილი სამხრეთის მთიდან დამრეცია, დანარჩენი ციცაბოკალთიანი მხარეები ტყითაა დაფარული.

სენაკელები ყოველ საეკლესიო დღესასწაულზე დადიან ამ ღვთისსავანეში და სულიერ სიმშვიდეს ეუფლებიან.

 

     

მაღალი მთის მწვერვალზეა გაშენებული, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს კოლხეთის დაბლობი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან  200 -მდეა. ციხეს სამი კედელი აკრავს. გალავანს დროთა განმავლობაში  ნგრევა და აღდგენა რამდენჯერმე განუცდია. ჩრდილოეთის კედელის

 ქვედა ნაწილი პირვანდელია,ზედა კი გვიან საუკუნეებშია დაშენებული.

მთავარანგელოზის სახელობის მენჯის ეკლესია-

XIX , სენაკი, მენჯის უბანი - ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა - ალექსი ბერის მიერ 1908 წელს, უხსოვარ დროში არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამ სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნეები. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისავე სახელობის ეკლესიაში არის  დაკრძალული წმუნდა ალექსი ბერი, ამ სავანის ამღდგენი და ამშენებელი.

 

 სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი-

აშენდა 2001 წელს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა შალვა სანიკიძე (ბერ-მონაზონი მამა ამბაკუმი).

 

 

2005 წელს ქალბატონი ელენე ხორავას ინიციატივით, რომელიც არის რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების არაერთგზის ლაურეატი, შეიქმნა ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ოხორუშა".

 

მუზეუმები:

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური  მუზეუმ-ნაკრძალი -  ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი  მდებარეობს მოქალაქევის თემში ნაქალაქარის ციხეგოჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1990წელს შეიქმნა მიხა ცხაკაიას მემორიალური მუზეუმის ბაზაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სენაკი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილია საქართველოსი. მხარე მდიდარია თავისი ისტორიულ - ეთნოგრაფიული რელიქვიებით, უნიკალური ძეგლებითა და სამუზეუმო მასალებით, დაწყებული ქვის ხანიდან დღემდე.

 

თეოფანე დავითაიას სახელობის მუზეუმი

სენაკის რაიონის სოფელ ,,ეკის" ერთ-ერთ განაპირა ფერდობზე დგას დავითაიას პატარა ოდა -სახლი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1986 წლის 15 სექტემბერს მეცნიერის დაბადების 75 წლისთავზე. სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეოფანე დავითაიას სამეცნიერო კავშირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან.

 

 რნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმი

არნოლდ ჩიქობავა დაიბადა 1998 წლის 26 მარტს. მაშინდელი სენაკ მაზრის სოფელ საჩოქობაოში. იმავე სოფელში 100 წლის შემდეგ 1998 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა აკადემიკოსის სახლ-მუზეუმი. სახლ-მუზეუმში ინახება 250-ზე მეტი დასახელების აკადემიკოსის პირადი და სხვა ნივთები.

 

 

სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმი

2004 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჟიული შარტავას დაბადების მე-60 წლისთავზე გაიხსნა მისივე სახელობის მუზეუმი. მუზეუმში გამოფენილია ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისამსახველი ფოტო და მემორიალური მასალები.

მუზეუმს 2005 წლის 16 სექტემბერს ამერიკულმა კომპანიამ ,,ისტ-ვინდი"- წარმომადგენელმა ბატონმა გურამ დოლბაიამ საჩუქრად გადასცა ტანკერ ,,ჟიული შარტავას" მაკეტი.

 

 ,,პროექტის შესახებ"

 

პროექტში - ჩემი გარემო ,, სენაკი "  -მონაწილეობა მიიღო სენაკი №3 საჯარო სკოლის 6 მოსწავლემ (მე-10 და მე-11 კლასები). იმ მოსწავლეებმა, რომლებიც აქტიურობით გამოირჩევიან და რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ პროექტის უშუალო განხორციელებაში.

 პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლის დირექტორი - მარინე ნანეიშვილი, ჩართული იყვნენ ბიოლოგიის, გეოგრაფიის და ისტორიის მასწავლებლები. პირველ რიგში მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს პროექტის სამუშაო გეგმა, რაც ითვალისწინებდა ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც დაეხმარებოდათ პროექტის უკეთ გაშუქებაში. ინფორმაცია შეაგროვეს ადგილობდივი კულტურის ცენტრიდან, წიგნებიდან და ინტერნეტიდან.

პროექტში მონაწილეობდა შემდეგი მოსწავლეები:

1.      ეკა გაბესკირია

2.      რუსუდან ინალიშვილი

3.      მარიტა ბელთაძე

4.      დეა დიხამინჯია

5.      თათია ეჯიბია

6.      ჯუმბერ წოწერია

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები: თეა ეჯიბია - (ისტ მენეჯერი)

 ბექა ნაროუშვილი (ისტორიის მასწავლებელი)

 ინფორმაციის წყარო:

,,სენაკის კულტურის ცენტრი"

წიგნი ,,სენაკელები"

ვებ-გვერდი: www. senaki.ge

No comments:

Post a Comment