გაკვეთილის გეგმა




გაკვეთილის  მთავარი თემა
გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ:

საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში

სწავლების საფეხური
საბაზო, IX კლასი

მოსწავლეთა პროფილი
24 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ ირიცხება


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილის აქტუალურობა: მოსწავლე სწავლობს იკვლევს და იძიებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს კონკრეტული მეფის მოღვაწეობის პერიოდში; იძიებს ინფორმაციას და ახარისხებს მას... იკვლევს თუ რომელმა საგარეო თუ საშიანო პოლიტიკურმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი დავით IV სახელმწიფოს გაძლიერებაში



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

1.       აცნობიერებს იმ ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს გაძლიერება...
2.       უკავშირებს ფაქტებსა და მოვლენებს ერთმანეთთან და გამოაქვს დასკვნები და საკუთარი შეხედულებები;
3.       განასხვავებს და ერთმანეთთან აკავშირებს მეფის მიერ გატარებულ რეფორმებს და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას;
4.       მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
5.       მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.


წინასწარი ცოდნა

მოსწავლეები ზოგადად ფლობენ ინფორმაციას დავით აღმაშეენებლის და მისი მოღვაწეობის შესახებ.


შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ  შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

ფურცლები, სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა, კომპიუტერი და პროექტორი, დაჭირდება პროგრამა PowerPoint და ა.შ.



გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები-2წთ
·         A ფაზა (გამოწვევა)-15წთ
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად:
I.                    ჯგუფი: იკვლევს და იძიებს საქართველოს საშიანო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს და ასაბუთებს თუ რამდენად უშლის ეს ფაქტორები ქვეყნის გაერთიანებას ხელს;
II.                  ჯგუფი: იკვლევს და იძიებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს და ასაბუთებს თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი საქართველოს გაერთიანებას;
III.               ჯგუფი: მსჯელობს მეფის მიერ გატარებულ რეფორმებზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი ქვეყნისათვის.
·         B ფაზა (შინაარსის რეალიზება)-20წთ
1.       შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აწყობს დისკუსიას, უკეთებს ანალიზს მოსწავლეების მიერ შესრულებულ სამუშაოს და აცნობს მოსწავლეებს.
2.       მასწავლებელი პროექტორის დახმარებით ახდენს დემონსტრირებას ამ ყველაფრისა.
3.       შესრულებული დავალებების შემდეგ ჯგუფის ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას შესრულებული დავალებისა. 
https://drive.google.com/open?id=0BxgKNZk66sVJeEo2aHg0N2VZVVk

C ფაზა (გამთლიანება და დასკვნა) 8 წთ
მასწავლებელი ამთლიანებს მოსწავლეების მიერ შესრულებულ დავალებას აკეთებს მის შეჯამებას და აწყობს დებრიფინგს თუ რა ვიცოდით რა ვისწავლეთ და რა გავიგეთ, რის შემდეგადაც ხდება მოსწავლეთა შეფასება.


No comments:

Post a Comment